თეირანმა ირანელ-გერმანელი დისიდენტი სიკდვილით დასაჯა
ირანში სიკვდილით დასაჯეს გერმანელ-ირანელი დისიდენტი ჯამშიდ შარმაჰდი. შარმაჰდის აშშ-ში პრომონარქისტული ჯგუფის ხელმძღვანელობაში დასდეს ბრალი, რომელიც მათი მტკიცებით ტერორისტულ აქტებს აწყობდა. დისიდენტი ყველა ბრალს უარყოფდა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბერლინმა არაერთხელ გააფრთხილა თეირანი, რომ გერმანიის მოქალაქის სიკვდილით დასჯა "სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს".
მიიჩნევა, რომ შარმაჰდი ირანულმა სპეცსამსახურებმა დუბაიში 2020 წელს გაიტაცეს, რის შემდეგაც ომანიდან ირანში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს. ამავე წლის აგვისტოში, ირანის საგარეო დაზვერვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შარმაჰდი "რთული ოპერაციის" შედეგად დააკავეს.
უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International წერდა, რომ შარმაჰდი აიძულეს ბრალი ეღიარებინა და თავის ოჯახს განუცხადა, რომ ციხეში აწამებდნენ. მათივე ინფორმაციით, მან ვებსაიტი შექმნა, სადაც ირანის სამეფოს ასამბლეის განცხადებებს ავრცელებდა, მათ შორის განცხადებებს ირანში აფეთქებების შესახებ.