ექსკლუზივი: ხვალ მძიმე მდგომარეობაა ჟანგბადზე - სამინისტროს წერილი კოვიდკლინიკებს

23.08.21 18:27
ექსკლუზივი: ხვალ მძიმე მდგომარეობაა ჟანგბადზე - სამინისტროს წერილი კოვიდკლინიკებს

ექსკლუზივი - "ტვ პირველმა" ის მოკლეტექსტური შეტყობინება მოიპოვა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს ყველა კოვიდ მიმღებ კლინიკას გაუგზავნა. 

სამინისტრო კლინიკებს აფრთხილებს, რომ ჟანგბადის სერიოზული დეფიციტი აქვთ და მისი მოხმარება ეკონომიურად მოუწევთ. სმს გზავნილით ირკვევა, რომ კლინიკებს ჯანგბადის 28 ტონამდე დანაკლისი აქვთ. 

ხვალ მძიმე მდგომარეობა ჟანგბადზე - 27,8 ტონის დანაკლისი გვაქვს. თუ ბაქოდან არ ჩამოვიდა ვაგონი და ისეთი პირი უჩანს, რომ ვაგონის ავსებას ვერ მოასწრებს ბაქო, ვერ დაეწია ჩვენს მოთხოვნას წარმადობა ქარხნის...

ხვალ ძალიან მძიმე და საყურადღებო დღე გვექნება. 

ძალიან გთხოვთ, გადაამოწმეთ თქვენი მიმდინარე მოხმარება და რამდენადაც შესაძლებელია, დაზოგვით გამოვიყენოთ ჟანგბადი"- წერია სმს გზავნილში.