"არა გაყალბებას" - ქართველმა ემიგრანტებმა საფრანგეთში აქცია გამართეს
"არა გაყალბებას" - თბილისში გამართული აქციის პარალელურად პროტესტი იყო საფრანგეთშიც. ქართველი ემიგრანტები პარიზში, საქართველოს საელჩოს წინ მივიდნენ, თბილისში შეკრებილ დემონსტატნტებს სოლიდარობა გამოუცხადეს და "ოცნების" მიერ მოპარული არჩევნები გააპროტესტეს.
საქართველოს ადგილი არის ევროპაში! ბრძოლა გრძელდება თავისუფალი საქართველოსთვის! ჩვენ ვიცხოვრებთ სამართლიან საქართველოში!, - ამბობდნენ ქართველი ემიგრანტები.