ორბანი მხოლოდ თავისი სახელით საუბრობს და არა ლატვიის ან ევროკავშირის - ბრაჟე

29.10.24 11:27
ორბანი მხოლოდ თავისი სახელით საუბრობს და არა ლატვიის ან ევროკავშირის - ბრაჟე

ორბანი მხოლოდ თავისი სახელით საუბრობს და არა ლატვიის ან ევროკავშირის - ასე ეხმაურება ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე უნგრეთის პრემიერ-მინისტრის საქართველოში ვიზიტს.

"ლატვია შეუერთდა საქართველოს შესახებ განცხადებას, მიუხედავად იმისა, რომ იგი საარჩევნო დარღვევების სერიოზულობას ძალიან სუსტად აღწერს.

და - დიახ, ბატონი ორბანი მხოლოდ თავისი სახელით საუბრობს და არა ლატვიის ან ევროკავშირის". - წერს ბაიბა ბრაჟე X-ზე

მსგავსი სიახლეები