"გაგვძარცვეს" - ქართველმა ემიგრანტებმა ნიუ-იორკში აქცია გამართეს

29.10.24 12:03
"გაგვძარცვეს" - ქართველმა ემიგრანტებმა ნიუ-იორკში აქცია გამართეს

"არა გაყალბებას" - თბილისში გამართული აქციის პარალელურად, პროტესტი იყო შატებშიც. ნიუ-იორკში ქართველი ემიგრანტები შეიკრიბნენ და თბილისში აქციაზე გამოსულ  დემონსტრატნტებს სოლიდარობა გამოუცხადეს. ათობით ემიგრანტი, რომელმაც საკუთარი არჩევანის გასაკეთებლად საათები გაიარა, პირდაპრი ამბობენ, რომ ივანიშვილი საქართველოში დიქტატურას აფორმებს.

გაბრაზებული ემიგრანტები ექციების შეწყვეტას არ გეგმავენ. დღეს უკვე საპროტესტო აქცია აშშ-ში საქართველოს საკონსულოს წინ გაიმართება. ისინი შენობაში შესვლას და კითხვების დასმას იმ ტექნიკურ ხარვეზებზე გეგმავენ, რომელსაც ადგილი ჰქონდა საარჩევნო პროცესის დროს. 

დაანონსდა აქციები უშუალოდ საკონსულოსთან და საელჩოსთანაც, ვაშინგტონამდეც ჩავალთ. შევუქმნით დისკომფორტს ხელისუფლებსი წარმომადგენლობას აქ, უკვე არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლობას და ასევე ვიმუშავებს სავარაუდოდ, ძალიან მჭიდროდ ამერიკულ მედიასთან, - ამბობს საქართველოს მოქალაქე. 

მთელი დღე გავატარე საარჩევნო უბანთან და ვუყურებდი როგორ მოიქცა ცესკო, საკონსულო და „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს. ამ ყველაფრის ყურება იყო ძალიან მძიმე, შემდეგ საქართველოში მიმდინარე მოვლენების გაგება. ის, რომ საქართველოში „ქართულმა ოცნებამ“ ცესკოს დახმარებით დაიწერა 52% და ეს იყო დემორალიზებისკენ პირველი ნაბიჯი. ძალიან რთულია, რომ საკუთარი თავი ხელში ავიყვანოთ, ძალიან რთულია, რომ გავიდეთ აქციაზე, ძალიან რთულია, რომ ვიბრძოლოთ, მაგრამ ჩვენ ვიცოდით, რომ ოლიგარქს ვუპირისპირდებოდით, ვიცოდით, რუსეთის ხელით დასმულ ადამიანს ვუპირისპირდებოდით, - ამბობს ქართველი ემიგრანტი. 

ეს არჩევნები მართლაც გაყალბდა. აბსოლუტურად მოიპარეს ჩენი ხმები,ამასთან ერთად, ჩვენი თავისუფლება,  ჩვენი ევროპული გზა და გაგვძარცვეს, პრინციპში, ასე გამოდის, - ამბობს ემიგრანტი.  

შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები საზღვარგარეთ თითქმის ყველა ქვეყანაში წააგო.  

მსგავსი სიახლეები