"ამაყობთ რომ გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციისთვის მოხვედით?" - უნგრელი ჟურნალისტი ორბანს

29.10.24 15:03
"ამაყობთ რომ გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციისთვის მოხვედით?" - უნგრელი ჟურნალისტი ორბანს

ბატონო პრემიერ-მინისტრო, ამაყობთ რომ  გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციისთვის მოხვედით, ამაყობთ რომ ისე არავინ გბაძავთ, როგორც ქართული ოცნება. რას ფიქრობთ, როდემდე გააგრძელებთ ასე? - ამ შეკითხვით მიმართა უნგრელმა ჟურნალისტმა მისი ქვეყნის პრემიერმინისტრს, ვიქტორ ორბანს კანცელარიასთან, საზეიმო დახვედრის დროს.

შეგახსენებთ, პუტინის მეგობარი ორბანი საქართველოში იმყოფება. ის ამ დრომდე ერთადერთი დასავლელი ლიდერია, რომელმაც "ოცნებას" გამარჯვება მიულოცა.