სპეცოპერაცია პანკისში - დაკავებულია 5 პირი

24.08.21 10:21
სპეცოპერაცია პანკისში - დაკავებულია 5 პირი

სპეცოპერაცია  პანკისში - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად გამთენიისას 5 პირი აიყვანეს. 2 პირი სოფელ დუისში, 3 კი ქორეთში დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას ედავებიან. 

სუს-ის ცნობით, გამოძიება 327-ე მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას, ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობას, ან ტერორისტული ორგანიზაციის შექმნას, ან ხელმძღვანელობას ითვალისწინებს. 

ადგილზე საგამოძიებო მომედებები ამ დრომდე გრძელდება. "პირველების" ინფორმაციით, სახელწიფო უსაფრთხოების სამსახური დაკავებულებს თვეების განმავლობაში უთვალთვალებდა. ხუთივე დაკავებული ახლაც ადგილზე ჰყავთ და ჯერ თბილისში არ გადმოუყვანიათ. 

მსგავსი სიახლეები