“უკრაინელი სნაიპერები”, რომლებიც რუსულმა მედიამ რუსთაველზე ამოიცნო, სინამდვილეში ქართველი მოლაშქრეები აღმოჩნდნენ

29.10.24 18:39
“უკრაინელი სნაიპერები”, რომლებიც რუსულმა მედიამ რუსთაველზე ამოიცნო, სინამდვილეში ქართველი მოლაშქრეები აღმოჩნდნენ

“უკრაინელი სნაიპერები”, რომელიც რუსულმა მედიამ რუსთაველზე ამოიცნო, სინამდვილეში ქართველი მოლაშქრეები აღმოჩნდნენ - მითების დეტექტორმა იმ ადამიანების ვინაობა გაარკვია, რომლებიც რუსულმა მედიამ “უკრაინელ სნაიპერებად“ მოიხსენია.

სამი მათგანი მოლაშქრეა და მოლაშქრეთა კლუბის “მთამადიდებლების” დამფუძნებლები არიან. რაც შეეხება პირს, რომელიც ვიდეოში ტელეფონზე ქართულად საუბრობს, გიორგი როინიშვილია.

მოლაშქრეები ამბობენ, რომ მსგავსი სტილის სამოსით ლაშქრობებზე ხშირად დადიან.

“არცერთი არ არის სამხედრო ფორმა, ყველაფერი ნაყიდია სამხედრო-ტაქტიკურ მაღაზიებში, თბილისში. შევრონებიც ასევე მაღაზიაშია ნაყიდი” – ამბობს ერთ-ერთი მათგანი.

რუსული მედია უკვე რამდენიმე დღეა ავრცელებს სხვადასხვა მანიპულაციებს, რომ საქართველოში პროვოკაციის მოსაწყობად უკრაინელი სნაიპერები ჩამოვიდნენ. 

ამჯერად, თბილისში, 28 ოქტომბერს გამართულ საპროტესტო აქციაზე გადაღებული კადრები გამოქვეყნდა, რომელშიც ჩანს, სავარაუდოდ, სამხედრო ფორმაში ჩაცმული რამდენიმე პირი და ფორმაზე დაკერებული შევრონი უკრაინისა და საქართველოს დროშების გამოსახულებით. ვიდეოში ასევე ისმის ერთ-ერთი მამაკაცის ქართული საუბარი ტელეფონზე.

სრულად სტატია იხილეთ აქ

მსგავსი სიახლეები