როგორ გაყალბდა არჩევნები - დამკვირვებლები ფაქტებს ასაჯაროებენ

29.10.24 20:21
როგორ გაყალბდა არჩევნები - დამკვირვებლები ფაქტებს ასაჯაროებენ

 

 

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, სხვისი პირადი ნომრებით სარგებლობა და დამკვირვებლებისთის ხელის შეშლა - უპრეცედენტო დარღვევების ასეულობით მტკიცებულება საჯაროა. "პირველებმა" ის დამკვირვებლები ჩაწერა, რომლებმაც საარცევნი უბნებზე დარღვევები საკუტარი თალით ნახეს და რიგ შემთხვევებში, ამის ფოტო და ვიდეო მტკიცებულებებიც გააჩნიათ.

ცნობილი ხდება, რომ  ისნის მე-6 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხმის მიცემა მესამედ სცადა. ამ შემთხვევაში ე.წ. კარუსელის სქემა ასე იშიფრება - ამომრჩეველმა დილით ხმა საარჩევნო უბანზე მისცა, ამასთან, ის გადასატანი ყუთის სიაშიც იყო. მასთან სახლში მისულმა კომისიის ოპოზიციონერმა წევრმა აღმოაჩინა, რომ მას მარკირება უკვე გავლილი ჰქონდა, შესამისად, ხმა მიცემული, რის გამოც უარი უთხრეს ხმის ხელახლა მიცემაზე. უბანზე დაბრუნების შემდეგ კი კომისიის წევრმა რამდენიმე წუთში ნახა, რომ იგივე ამომრჩეველი ისევ ხმის მისაცემად მივიდა.

მარკირებიანმა ამომრჩეველმა ხმის მიცემა შეძლო კრწანისის მე-10 უბანზეც. დამკვირვებლის მითითების მიუხედავად, კომისიის წევრებმა ხმის გაყალბებას ხელი არ შეუშალეს. დარღვევები იყო კრწანისის სხვა უბნებზეც. მე-9 უბანზე ხმის მიცემის ფარულობა ირღვეოდა - კამერა ხმის მთვლელი აპარატიდან 1 მეტრის დაშორებით იდგა, ისეთ სიმაღლეზე, რომ მარტივად აღიქმებოდა, ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა.

ხმის მიცემის ფარულობა ირღვეოდა ახალქალაქშიც. დამკვირვებლის გადაღებულ ვიდეოში კარგად ჩანს, რომ საოლქო კომისიის წევრი ამომრჩეველს ბიულეტინს ართმევს და ხმის მთვლელ აპარატში კონვერტის გარეშე აცურებს. ამასთან, კარგად ჩანს ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა.

ეს არ არის ერთადერთი დარღვევა ახალქალაქის მე-40 უბნიდან. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ ოცნების აგიტატორები სამაგიდო სიებით და მოსულ ამომრჩეველს აღრიცხავდნენ.

დამკვირვებლებს დარღვევები რომ არ დაეფიქსირებინათ, ასეთ ხრიკს მიმართეს: უბნებზე რეგისტრატორების მაგიდა კედელთან ძალიან ახლოს იდგა, სადაც გასავლელი სივრცე არ იყო დარჩენილი. ასე იყო მოწყობილი სამგორშიც მე-12 ოლქის უბნებზე, სადაც დამკვირვებელმა ასევე დააფიქსირა, რომ "ოცნების" კოორდინატორმა ერთ-ერთ მოქალაქეს ფული გადასცა.  

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში. 

 

მსგავსი სიახლეები