გიორგი ნონიაშვილის ინფორმაციით, სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეუჩერეს

29.10.24 19:16
გიორგი ნონიაშვილის ინფორმაციით, სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეუჩერეს

ატლანტიკური საბჭოს მკვლევრებს, სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეუჩერეს.

როგორც სოფო გელავას ქმარი, პოლიტიკოსი გიორგი ნონიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, გუშინ საღამოს შემდეგ ამ საკითხს ბანკებთან არკვევენ, თუმცა უშედეგოდ.

ნონიაშვილი ვარაუდობს, რომ ანგარიშებზე წვდომა უსაფუძვლოდ და უკანონოდაა შეზღუდული, რადგან გელავასა და ბუზიაშვილის ანგარიშებს ოფიციალურად ყადაღა არ ადევს.

 

ჩხრეკიდან 4 დღის შემდეგ, სოფომ მაღაზიაში პური ვერ იყიდა. ასე გავიგეთ ახალი ამბავი. მისი პირადი ანგარიშები და ბარათები გაჩერებულია. აღმოჩნდა, რომ ეთოსაც იგივე პრობლემა აქვს.

გუშინდელი საღამოდან თიბისისთან და საქართველოს ბანკთან ვარკვევთ თუ რატომ. პასუხი არ არის. "ვარკვევთ" "არ ვიცით, რაღაც ხარვეზი იქნება"... თითქოსდა პატარა პრობლემაა.

ბანკებში წერილობით ახსნა-განმარტების გაცემაზე და საფუძვლის დასახელებაზეც უარს ამბობენ. თიბისის ფილიალის მენეჯერი როგორც კი გადაღება დავიწყეთ, მტკიცებულებისთვის, თავისივე ბანკის ოთახიდან გაგვექცა. ბანკში საათები გავატარეთ. "დაგველოდეთ...დაგველოდეთ,ავალთ, ჩამოვალთ..." მერე ისევ. უსასრულო გაწელვა 6 საათამდე.

ოფიციალურად ყადაღა არ ადევს ანგარიშებს, რაც ნიშნავს რომ უსაფუძვლოდ და უკანონოდ შეზღუდულია წვდომა და საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ სახელმწიფოს არაფორმალური ინსტრუქტაჟით.

გვეუბნებიან რომ ანგარიშები გააჩერეს, თუმცა რა საფუძვლით ამაზე პასუხს ვერ გაგვცემენ. ვერც იმას, ვინ გადაწყვიტა ეს და ვისი პასუხისმგებლობაა. დალოდების საათები კი არ სრულდება.

თუ თიბისი და საქართველოს ბანკი ვერ ხვდებიან, რომ მნიშვნელოვანი რეპუტაციული ზიანი შეიძლება მიიღონ ამ "ბესპრედელის" გამო(ქვეყნის გარეთაც- გავაგებინებთ" - წერს ნონიაშვილი.

ცნობისთვის, 24 ოქტომბერს,  „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლების, სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა გამოძიების ფარგლებში, რომელიც ფულის ჯგუფურად გათეთრებისა და ჯგუფური თაღლითობის მუხლებით მიმდინარეობს.

 

 

მსგავსი სიახლეები