დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა - დაკავებულია ორი პირი

23.08.21 23:40
დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა - დაკავებულია ორი პირი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფატზე სამართალდაცველებმა ორი პირი დააკავეს. ინფორაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა ქ. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეიძინა და მეორე დაკავებულთან ერთად, ამ უკანასკნელის კუთვნილი ავტომანქანით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით აჭარის რეგიონის ტერიტორიაზე გადაზიდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით „OSCAR“-ის და „MAC“-ის დასახელების უაქციზო სიგარეტი.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი 2 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 11 000 ლარს შეადგენს, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

 დანაშაული 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.