ცესკო: ჩვენს თანამშრომლებს მოქალაქეები წყევლიან და აგინებენ

30.10.24 15:59
ცესკო: ჩვენს თანამშრომლებს მოქალაქეები  წყევლიან და აგინებენ

ცესკო გმობს მოქალაქეების მიერ მათი თანამშრომლების წყევლას და გინებას - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს სპიკერმა ნათია იოსელინმა განაცხადა.

სადემონსტრაციოდ, იოსელიანმა წარმოადგინა მოქალაქეების კომენტარები, სადაც ისინი წყევლიან ან აგინებენ ცესკოს თანამშრომლებს. ცესკო მოქალაქეებს, რომელებიც არჩევნების გაყალბების გამო პროტესტს უხამსი ლექსიკით  გამოთქვამენ ან იწყევლებიან, აფრთხილებს რომ ამის შესახებ შესაბამის ორგანოებს აცნობენენ.

„ზეწოლის ქვეშ არიან ყველა დონის საარჩევნო კომისიების, მათ შორის საზღვარგარეთის საარჩევნო უბნის წევრები. ზოგიერთი მათგანის პირად ტელეფონებზე შედის შეურაცხმყოფელი ზარები და მუქარის შემცველი შეტყობინებები. შეურაცხყოფას, ზეწოლას, ბულინგს და სიძულვილის ენის გამოყენებას ინტენსიური ხასიათი აქვს სოციალურ ქსელშიც.

ზეწოლა ხორციელდება როგორც ინდივიდუალურად კონკრეტულ პერსონებზე, ისე უწყების ოფიციალურ გვერდებზე სოციალურ ქსელში. თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ ჩემი სიტყვების დამადასტურებელ სქრინებს, რომლებიც ძალიან მცირე ნაწილია შეურაცხმყოფელი შეტყობინების და კომენტარების“, – აცხადებენ ცესკოში.

მსგავსი სიახლეები