ცნობილია მოსამართლე, რომელსაც საარჩევნო დავების განხილვა დააწერეს

31.10.24 13:15
ცნობილია მოსამართლე, რომელსაც საარჩევნო დავების განხილვა დააწერეს

საარჩევნო დავების განხილვა იმ მოსამართლეს დააწერეს, რომელიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მდგომ თავისუფალ თაობას ასამართლებდა. 

ირაკლი ჩიკაშუამ საარჩევნო დავებზე დაწყებული პირველ საქმეზე გადაწყვეტილება ცესკოს სასარგებლოდ  გამოიტანა.

დღევანდელ პროცესზე საბურთალოს ნომერ მე-3 საოლქო კომისია და "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" მონაწილეობდა. მოსარჩელე მხარე შემაჯამებელი ოქმების ბათილობას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

მოსარჩელე მხარე პირდაპირ ამბობს, რომ გადასატანი ყუთები რამდენიმე საათის განმავლობაში სარდაფში დაულუქავ მდგომარეობაში იყო, რაც მათი თქმით, აჩენს ეჭვებს შესაძლო მანიპულაციებთან დაკავშირებით.

ეს არის ყუთი, რომელიც დღენახევრის განმავლობაში სარდაფში ინახებოდა. ეს ყუთი შემდეგ თავისი ბიულეტენებით დაერთო შემაჯამებელ ოქმებს. ამასთან დაკავშირებით სასამართლოში მთელი რიგი მტკიცებულებები გამოვიკვლიეთ, მომწეები გამოვკითხეთ, რომლებიც ადასტურებდნენ ამ ფაქტს. რამდენჯერმე მოუწია მოსამართლეს დარბაზიდან გასვლა. მე ვფრიქრობ, რომ სწორედ ამის მიზეზით, რომ ალბათ, გარკვეული კონსულტაციები გაევლო ამ თემასთან დაკავშირებით, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიეღო. საოლქო კომისიის წარმომადგენლები პირდაპირ უთითებდნენ, რომ კი მართალია, ყუთი გახსნილი იყო, კი, დიდი ხნისი განმავლობაში სარდაფში ინახებდა, თუმცა ეს არ უნდა გამხდარიყო იმის მიზეზი, რომ ამ ყუთის მონაცემები ბათილად ჩათვლილიყო, რაც სასამართლომ ასევე გადააკოპირა", - ამბობს ენმ-ს წარმომადგენელი. 

დღევანდელ პროცესს მონიტორინგს არასამთავრობო ორგანიზაცია "სასამართლო გუშაგი" უწევდა, სადაც ამბობენ, რომ მოსამართლე ზედაპირულ კითხვებს სვამდა, რაც ორგანიზაციისთვის აჩენს ეჭვს, რომ სასამართლო ცესკოსა და ხელისუფლების სამსახურშია. 

რა ვიცით ირაკლი ჩიკაშუას შესახებ:

  • წყარო სასამართლო სისტემიდან „შაბათის ეთერს„ უყვება, რომ ერთ-ერთი ბანკის იურისტი ჩიკაშუა საქალაქო სასამართლოში 2021 წელს პარტია "ქართული ოცნების" ლობირებით მოხვდა და  მასზე პასუხმგებლობა პირადად ლევან მურისიძესთან არარეგისტრიებულ ქორწინებაში მყოფმა ლელა ჭანიამ აიღო. ჭანია ოფიციალურად საქალაქო  სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სამდივნოს უფროსია, თუმცა ის ძალიან გავლენიანი პირი და ამ შენობის არაფორმალური მმართველია.
  • ჩიკაშუა "შაბათის ეთერთან" ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მას არც სამართლო სისტემაში და არც ხელისუფლებაში გავლენიანი ნაცნობები არ ჰყავს, თუმცა  ეს ვერსია იმ წუთშივე ჩამოიშალა, როდესაც მოსამართლეს "შაბათის ეთერის" გამომძიებელმა ჟურნალისტმა, მარიამ გაფრინდაშვილმა მამუკა მდინარაძე უხსენა. „ქართული ოცნების“ ლიდერი მოსამართლის თანაქალაქელი და სკოლელია. ისინი დაბა თერჯოლის პირველ საჯარო სკოლაში ერთად სწავლობდნენ. 

მსგავსი სიახლეები