სისხლიანი გარჩევა ჩხოროწყუში - მოკლულია 25 წლის ბიჭი

24.08.21 13:33
სისხლიანი გარჩევა ჩხოროწყუში - მოკლულია 25 წლის ბიჭი

სისხლიანი გარჩევა ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ნაფიჩხუში - "ტვ პირველის" ინფორმაციით, მოკლულია 25 წლის მამაკაცი. 

"პირველების" კორესპოდენტის ინფორმაციით, ამირან მორგოშიას სასიკვდილო ჭრილობები გვიან ღამით მიაყენეს, თავდამსხმელმა დაჭრა მისი ძმაც, მურთაზ მორგოშია, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი. 

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით,  ბრალდებული მოკლულის მეზობელია. მკვლელობამდე კი ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, რაც სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა, საბოლოოდ კი დაჭრითა და ლეტალური შედეგით დასრულდა. 

პოლიციამ დაჭრილი გამოჰკითხა, ცხედარს კი ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. სამართალდამცველები მკვლელობაში ბრალდებულს ეძებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.