აქცია ფოთში - პორტში სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერების დასაწყოების გამო მოსახლეობის ჯანმრთელობას ზიანდება

24.08.21 14:10
აქცია ფოთში - პორტში სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერების დასაწყოების გამო მოსახლეობის ჯანმრთელობას ზიანდება

საპროტესტო აქცია ფოთის მერიასთან -  ჯავახეთის ქუჩის მცხოვრებლები და კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები ქუჩაში გამოვიდნენ და ადგილობრივ ხელისუფლებას სამდღიანი ვადა მისცეს.

ადგილობრივების თქმით, ფოთის პორტში სიცოცხლისთვის საშიში ნივიერების დასაწყოება და დაფასოება მიმდინარეობს, რაც მათს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. აქციის მონაწილეები კომპენსაციის გადახდასა და გადასახლება ითხოვენ. 

მოსახლეობის თქმით, აღნიშნული პრობლემის გამო ხშირად ექმნებათ ჯანმრთელობის პრობლემები, გახშირდა ონკოლოგიური დაავადებები, მოსახლეობას ორგანიზმში ტყვიისა დაც რკინის საშიში რაოდენობა უფიქსირდება. 

აქციის მოინაწილეებს ფოთის მერთან შეხვედრა სურდათ, მაგრამ ეს არ მოხდა. საბოლოო ჯამში, მათი მოთხოვნები ვიცე-მერმა, პაატა ლაგვილავამ,  მოისმინა.