პოლიციამ ნარკოტიკი ჩამიდო - "სემსოტა" შსს-ს წინააღმდეგ

24.08.21 15:05
პოლიციამ ნარკოტიკი ჩამიდო - "სემსოტა" შსს-ს წინააღმდეგ

ვერხვების დასახლებაში მოკლული  ზურაბ რიკრიკაძის საქმე - ამ წუთებში გორის რაიონული სასამართლო ,,სემსოტას", იმავე  შალვა გულიაშვილის, საქმეს განიხილავს. გამოძიება გულიაშვილს რამდენიმე მუხლს ედავება- მათ შორის არის ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება.

ბრალდებულმა ,,სემსოტამ" პროცესზე განაცხადა, რომ აკრძალული ნივთიერება მას არ ჰქონია და პოლიციამ ჩაუდო. ამავე საქმეზე გულიაშვილთან ერთად დაკავებულია ვახტანგ ზერეკიძეც. მას დანაშაულის დაფარვას ედავებიან.

გულიაშვილის ადვოკატის მტკიცებით, გამოძიება სასურველ ჩვენებას მოწმეებზე ზეწოლის მოხდენის შედეგად იღებს.

ჩვენ ვფიქრობთ და მიგვაჩნია, რომ იმ ინფორმაციას, რასაც ბრალდების მხარე იყენებს დღეს, არის ზეწოლის შედეგად მიღებული. ვფიქრობ, რომ შალვა გულიაშვილთან დაკავშირებით არ უნდა დადგეს გამამტყუვნებელი განაჩენი. ილუზია არ მაქვს, რომ მას დღეს აღკვეთის ღონისძიებას შეუცვლიან. -- ამბობს გულიაშვილის ადვოკატი, თამარ აბესაძე.

დაპირისპირება კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის გორში, ვერხვების დასახლებაში, რამდენიმე თვის წინ მოხდა.  დაპირისპირება სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსის გამო დაიწყო და შალვა რიკრიკაძის, იგივე ,,ტრუტის" მკვლელობით დასრულდა.