ბიულეტენების გაჟონვას საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩეველს აბრალებს - ნონა ქურდოვანიძე
ბიულეტენების გაჟონვას საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩეველს აბრალებს - "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცის" აღმასრულებელი დირექტორის, ნონა ქურდოვანის თქმით, ცესკო ყველაფერს მოქალაქეების მოუხერხებლობით ხსნის.
"ცესკო გვეუბნება, რომ ბიულეტენი კი ჟონავს, მაგრამ ამომრჩეველი თუ მოხერხებული იქნებოდა, შეძლებდა დაეფარა გაფერადებული წრე უკანა მხარეს" - ამბობს ქურდოვანიძე და აღნიშნავს, რომ სწორედ ასეთი შინაარსის გადაწყვეტილებები მიიღეს საოლქო საარჩევნო კომისიებისგან.
ძირითადი არგუმენტი არის იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ჩარჩო-კონვერტს სწორად გამოიყენებდა ამომრჩეველი, მაშინ ხმის ფარულობის პრობლემა არ იდგებოდა და ახლა, ეს თვითონ ამომრჩეველს ბრალდება, ასე გამოდის, რომ ამომრჩეველი არ იყო იმ დროს გონივრულად მოხერხებული, რომ თვითონ დაეფარა ბიულეტენი. ის, რომ ჩარჩო-კონვერტში თავსდება ბიულეტენი, არ ნიშნავს იმას, რომ შეცურებისას მისი ნაწილ-ნაწილ გამოჩენა არ ხდება. როცა აპარატში შედის, ეს ჩარჩო კონვერტი მხოლოდ დროებით ფარავს ბიულეტენს. ჩარჩო კონვერტი ბოლომდე არ ფარავდა ბიულეტენს. გარდა ამისა, ხშირად აბრუნებდა უკან. ის გადაწყვეტილებები, რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიებმა ჩაგვაბარეს, ადასტურებს იმას, რომ ისინი ამ ფატებს სადაოდაც კი არ ხდიან. მათი მთავარი აქცენტი გადატანილია ჩარჩო-კოვერტზე და ამომრჩეველზე, რომელსაც თავად უნდა უზუნველეყო ფარულობის დაცვა", - აცხადებს ნონა ქურდოვანიძე.
ცნობისთვის, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით საიამ საოლქო კომისიებში საჩივრები შეიტანა, რომელეცი 30 ოქტომბერს განიხილეს.
საარჩევნო კომისიების უარის შემდეგ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბრძოლას სასამართლოში იწყებს. 24 სარჩელი 24 სასამართლოში - არჩევნების გაყალბების საქმეზე სასამართლო დავები გრძელდება.