თბილისში გზა ჩავარდა

24.08.21 15:43
თბილისში გზა ჩავარდა

თბილისში, წყნეთის ქუჩაზე, გზა ჩავარდა. ჩანგრეულია სამანქანე გზის ნაწილი. ადგილობრივების თქმით, ადგილზე მიმდინარეობს ორსართულიანი შენობის მშენებლობა და მიწის ჩამოშლა სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია.

ვაკეში მცხოვრებლების განცხადებით, ტერიტორია მეწყერსაშიში ზონაა.

მიწა მაშინ ჩავარდა, როცა სამშენებლო კომპანიის მიერ გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა მიმდინარეობდა.

სამშენებლო კომპანიაში აცხადებენ, რომ სამანქანე ასფალტის ზედაპირი ნაყარ მიწაზე იყო დაგებული.