სისხლიანი სუფრა აბაშაში - დაჭრილია 25 წლის ბიჭი

24.08.21 17:11
სისხლიანი სუფრა აბაშაში - დაჭრილია 25 წლის ბიჭი

აბაშაში 25 წლის ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. დაშავებული ამ დრომდე სენაკში, არქიმედეს სახელობის კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში, იმყოფება. დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები სტაბილურად მძიმედ აფასებენ. ახალგაზრდას 3 ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. 

"პირველების" ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ მოხდა. სიტყვიერი დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის სუფრაზე დაიწყო და კონფლიქტში გადაიზარდა. გარჩევაში 5-მდე ადამიანი მონაწილეობდა. 25 წლის ჯემალ მიქაძეს ჭრილობები მუცლის არეში აქვს მიყენებული.

საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით არის აღძრული. სავარაუდოდ ცნობილია დამნაშავის ვინაობა, თუმცა მისი დაკავება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

მსგავსი სიახლეები