ავარია ვანში - გარდაცვლილია ორსული

24.08.21 08:09
ავარია ვანში - გარდაცვლილია ორსული

ვანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 21 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სოფელ ციხესულორთან საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ორსული,  ნანუკა დვალიშვილი, გარდაიცვალა.

ღმერთო რა დააშავა ამ პატარა გოგომ, სულ რაღაც 21 წლის იყო, ბავშვს ელოდებოდნენ, გახარებული იყო, ცხოვრება უხაროდა, მაგრამ ვინ აცადა, წავიდა ჩვენი ნანუკა და შვილიც წაიყვანა, თავისი იყო, ჩვენ რას დაგვიტოვებდა. ასე უნდა დახვედროდი შენს ქმარს, გოგო, გაცივებული?! გული გვეწვის, რა დღე გაგვითენდა, ხალხნო, ეს რა დაგვემართა, მე რაც მინდოდა, ყველაფერი ჩუმად გითხარი უკვე, გზა მშვიდობისა, პატარა ანგელოზო, ღმერთმა ნათელში გამყოფოთ შენ და შენი პატარა ბიჭი”- წერს გარდაცვლილის მეგობარი სოციალურ ქსელში.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.