შეიძლება, მობრძანდეს საბჭოზე და იქ იყოს მსჯელობა საკითხებზე - გამყრელიძე ლომჯარიაზე

24.08.21 09:59
შეიძლება, მობრძანდეს საბჭოზე და იქ იყოს მსჯელობა საკითხებზე - გამყრელიძე ლომჯარიაზე

ნინო ლომჯარიას შეუძლია, საკოორდინაციო საბჭოზე მივიდეს და პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე იქ იმსჯელოს - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, "ტვ  პირველის" ეთერში განაცხადა.

უაღრესად პატივმცემელი ვარ ამ ინსტიტუტის. ეს არის დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი  ღერძი. პატივს ვცემ ქალბატონ ნინოს. მაგრამ არ უნდა იყოს ეს პოლიტიკურ თემად აწეული. ქალბატონი ნინო შეიძლება, მობრძანდეს, მას აქვს უფლება საკოორდინაციო საბჭოზე  და იქ იყოს ამ საკითხებზე დებატები", - თქვა გამყრელიძემ. 

მისი თქმით, სახალხო დამცველს შეუძლია, რეკომენდაციები მოისმინოს ყველა საკითხთან დაკავშირებით:

ყველაფერთან დაკავშირებით, მარტო არჩევნებთან დაკავშირებით არა, ზოგადად, ეპიდსიტუაციასთან, ქვეყანაში პროცესის მიმდინარეობასთან და ა.შ. სჯობს იქ იყოს დებატები, ვიდრე ახლა ჩვენ საჯაროდ დავუპირისპირდეთ ერთმანეთს და იყოს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ვინ მეტ პოლიტიკურ ქულას დაიწერს. არ ვერევი ამ პოლიტიკაში და დამანებონ, რა, თავი"- დასძინა მან. 

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას, თქმით, ეპიდემიოლოგიურ ვითარებიდან გამომდინარე მართებულია, დაიწყოს მსჯელობა არჩევნების გადადებაზე.