სისხლიანი გარჩევა ჩხოროწყუში - პოლიციამ ერთი პირი დააკავა
სისხლიანი გარჩევა ჩხოროწყუში - პოლიციამ ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა რ.კ.-მ მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ მ. მ.-ს და მის ძმას - 1996 წელს დაბადებულ ა.მ.-ს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა.
დაჭრილი პირები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ა.მ. მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.
პოლიციამ რ. კ. მომხდარიდან მალევე დააკავა, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
დანაშაული 7- დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.