ახალი შეზღუდვა ამოქმედდა - დღეიდან კვების ობიექტები 22 საათამდე იმუშავებენ

25.08.21 10:22
ახალი შეზღუდვა ამოქმედდა - დღეიდან კვების ობიექტები  22 საათამდე იმუშავებენ

დღეიდან რესტორნები და კაფეები  23 საათის ნაცვლად 22 საათამდე იმუშავებენ. 

გადაწყვეტილება უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭომ გუშინ, 24 აგვისტოს  მიიღო. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კვების ობიექტები ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. გაბუნია იმედს იტოვებს, რომ ახალი შეზღუდვა ვირუსის გავრცელების კონტროლს შეუწყობს ხელს. 

საქართველოში 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, აკრძალულია ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები. ასევე, აკრძალულია ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა.