ხუჭუას გადაწყვეტილების შემდეგ გადადებული პროცესები - რისი ეშინია სასამართლო სისტემას

05.11.24 16:17
ხუჭუას გადაწყვეტილების შემდეგ გადადებული პროცესები - რისი ეშინია სასამართლო სისტემას

ხუჭუას გადაწყვეტილების შემდეგ გადადებული პროცესები - არასამთავრობოების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ დღევანდელი სასამართლო პროცესები იმიტომ გადაიდო, რომ სხვა მოსამართლეებსაც არ შეძლებოდათ  ხუჭუას მსგავსის გადაწყვეტილების მიღება და დამოუკიდებელი აზრების გამოვლენა.

დღევანდელი სასამართო პროცესები გადაიდო იმის გამო, რომ ჩვენ სასამართლოში დოკუმენტურად არსებულმა კლანმა იფიქრა, რომ არავის არ შეძლებოდა მოსამართლე ხუჭუას მსგავსად, დამოუკიდებელი აზრების გამოვლენა იმისთვის, რომ მათ არ დაეფიქსირებინათ კიდევ ერთხელ, რომ არჩევნების დღეს დაირღვა ხმების ფარულობა.  ამიტომ, ამ საქმეების გაერთიანებით, რაც მათ სურთ რომ გააკეთონ, რომ მათივე კონტროლირებულმა ინდივიდუალურმა მოსამართლეებმა განიხილონ ეს საქმეები, რათა შეცვალონ მოსამართლე ხუჭუას გადაწყვეტილება და მიიღონ კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები", - განაცხადა სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელმა. 

ცნობისთვის, მოსამართლე ხუჭუას უპრეცედენტო გადაწყვეტილების შემდეგ, სასამართლომ ფარულობის დარღვევის საქმეებზე ჩანიშნული პროცესები თბილისსა და რეგიონებში ერთმანეთის მიყოლებით გადადო, აგრეთვე გაერთიანდა სარჩელები. 

ასევე, ცნობილი გახდა, რომ დასავლეთ საქართველოში მდებარე საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ შეტანილი საიას სააპელაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ერთ საქმედ გააერთიანა. საქმის განხილვა დაიწყება დღეს, 16:00 საათზე. 
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს შემდეგი შემადგენლობით: ზაზა რამიშვილი (მომხსენებელი), ხათუნა ხომერიკი და შოთა სირაძე (ვაჟა სირაძის მამა)
აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ შეტანილი საიას სააპელაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლომ ერთ საქმედ გააერთიანა. საქმის განხილვა დაიწყება 6 ნოემბერს, 14:00 საათზე. 
თბილისის სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს შემდეგი შემადგენლობით: ილონა თოდუა (მომხსენებელი), დავით ახალბედაშვილი, გოჩა დიდავა.

მსგავსი სიახლეები