ქუთაისის სააპელაციოში საია-ს გაერთიანებულ სარჩელს ვაჟა სირაძის მამაც განიხილავს
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საიას გაერთიანებულ სარჩელს სამი მოსამართლე განიხილავს, რომელთა შორისო არის ვაჟა სირაძის მამაც, მოსამართლე შოთა სირაძე.
ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მის ფარულობის უფლებაზე საიას შეტანილი აქვს სააპელაციო საჩვრები ყველა შესაბამისი ოლქის წინააღმდეგ თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებში.
📍დასავლეთ საქართველოში მდებარე საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ შეტანილი საიას სააპელაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ერთ საქმედ გააერთიანა. საქმის განხილვა დაიწყება დღეს, 16:00 საათზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს შემდეგი შემადგენლობით: ზაზა რამიშვილი (მომხსენებელი), ხათუნა ხომერიკი და შოთა სირაძე.
📍აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ შეტანილი საიას სააპელაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლომ ერთ საქმედ გააერთიანა. საქმის განხილვა დაიწყება 6 ნოემბერს, 14:00 საათზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს შემდეგი შემადგენლობით: ილონა თოდუა (მომხსენებელი), დავით ახალბედაშვილი, გოჩა დიდავა.