მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა მოსამართლე შოთა სირაძის აცილების შესახებ, ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა
მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა მოსამართლე შოთა სირაძის აცილების შესახებ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. შოთა სირაძე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ვაჟა სირაძის მამაა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ამ წუთებში გაერთიანებული საარჩევნო დავების განხილვა მიმდინარეობს.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენლის, ლელა მოწონელიძის განმარტებით სირაძე მოსამართლეობამდე "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი იყო ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ამავე დროს მისი შვილი ვაჟა სირაძე შსს მაღალჩინოსანია. მოსამართლეებმა ხათუნა ხომერიკმა და ზაზა რამიშვილმა ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს და სირაძე დაუბრუნდა მოსამართლეთა კოლეგიას.
დასავლეთ საქართველოში მდებარე საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ შეტანილი საიას სააპელაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ერთ საქმედ გააერთიანა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს შემდეგი შემადგენლობით: ზაზა რამიშვილი (მომხსენებელი), ხათუნა ხომერიკი და შოთა სირაძე.