ვახო სანაიას თავდასხმაში ბრალდებულები საპატიმროს დღეს დატოვებენ

25.08.21 11:09
ვახო სანაიას თავდასხმაში ბრალდებულები საპატიმროს დღეს დატოვებენ

6 თვიანი სასჯელი ჟურნალისტის ცემისთვის - ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები ციხეს დღესვე დატოვებენ. განაჩენი მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. 

ზუსტად 6 თვიანი სასამართლო განხილვის შემდეგ მოსამართლემ  ბრალდებულები სულიკო საყევარიშვილი, ვაჟა გიგაური და გიორგი სახელაშვილი დამნაშავეებად ცნო.  სამივე მათგანს 6 თვიანი პატიმრობა შეეფარდა, ეს ვადა კი დღეს, 26 აგვისტოს იწურება. მათგან ერთს, გიგაურს,  პატიმრობასთან ერთად 2500 ლარიანი ჯარიმაც დაეკისრა.

სასამართლო პროცესს თავად ვახო სანაიაც ესწრებოდა. ის მოსამართლის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა.

სასამართლომ მიიღო სამარცხვინო გადაწყვეტილება, როგორც ხშირად ხდება-ხოლმე ამ შენობაში და ნებისმიერ ინსტანციაში. მან დამნაშავედ ცნო ეს ადამიანები, მაგრამ გაათავისუფლა ციხიდან, სპეციალურად, ხელოვნურად გადადო სასამართლო პროცესი რამდეჯერმე და შემდეგ მიუსაჯა 6 თვე, რომელიც უკვე გასულია და გაათავისუფლა ბარლდებულები, ეს არის ვითარება, როდესაც უსამართლო სასამართლო კიდევ ერთხელ ახალისებს დანაშაულს. ყველა მტკიცებულება ჰქონდა სასამართლოს დღეს იმისთვის, რომ ეს ადამიანები დაეტოვებინა ციხეში, იმიტომ, რომ ისინი არიან მოძალადეები და ვიდრე მოძალადეები არ ისჯებიან ამ ქვეყანაში, ჩვენ ვიღებთ ტრაგიკულ ფაქტებს. ახლა, არჩევნებისთვის სჭირდებათ ეს გეგეშიძეები, იმისთვის, რომ ხმები მოუპოვონ "ქართულ ოცნებას," - ამბობს სანაია. 

ვახო სანაიას სამი პირი თავს 25 თებერვალს დაესხა. ჟურნალისტი შემთხვევის ადგილზე მეუღლესა და არასრულწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა.

მსგავსი სიახლეები