მკვლელობა რუსთავში - 80 წლამდე მამაკაცი მეზობლებმა გარდაცვლილი ნახეს

25.08.21 11:18
 მკვლელობა რუსთავში - 80 წლამდე მამაკაცი მეზობლებმა გარდაცვლილი ნახეს

მკვლელობა რუსთავში  - მეზობლებმა 80 წლამდე მამაკაცი  საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. შემთხვევა დავით გარეჯის ქუჩაზე მოხდა, სადაც ექსპერტ-კრიმინალისტებიამ წუთებშიც მუშაობენ.

მეზობლებს უჭირთ საუბარი იმაზე, აღენიშნებოდა თუ არა მამაკაცს რაიმე ტიპის დაზიანებები. მათი თქმით, მამაკაცს კომუნიკაცია არც ერთ მეზობელთან არ ჰქონია.  

მარტო ცხოვრობდა, არავისთან არ ჰქონდა შეხება, თავისთვის მუშაობდა, სადღაც დადიოდა, - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი. 

ჯერჯერობით უცნობია, მოკლულია მამაკაცი, თუ  ბუნებრივი სიკვდილი დადგა.

მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია მისცა. 

 

მსგავსი სიახლეები