პანკისში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულები ბრალის წარდგენას ელოდებიან
პანკისში ტერორისტული დაჯგუფების წევრობისთვის დაკავებულები ბრალის წარდგენას ელოდებიან. რა არის სუს-ის მთავარი მტკიცებულება დაკავებულების წინააღმდეგ, ჯერჯერობით უცნობია. დაკავებულების ადვოკატები ადასტურებენ, რომ საქმის მასალებში როგოც ვიდეო, ასევე აუდიო მტკიცებულებები დევს.
ამ დრომდე უცნობია დაკავებულების პოზიციაც.