სუპერმარკეტ "ნიკორაში" მამაკაცებმა ახალგაზრდა ქალები სცემეს

25.08.21 11:45
სუპერმარკეტ "ნიკორაში" მამაკაცებმა ახალგაზრდა ქალები სცემეს

სუპერმარკეტ ,,ნიკორაში" ახალგაზრდა ქალები სცემეს. დაზარალებულები "პირველებთან" ამბობენ, რომ მათ ~ რიგში დგომისას სამი შუახნის მამაკაცი ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუსპირისპირდა. შემთხვევა გუშინ კახეთის გზატკეცილზე მდებარე  ფილიალში მოხდა. ადგილზე ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ სუპერმარკეტის თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს. უკვე დაიკითხნენ დაზარალებულები, რომლებმაც ცემის შედეგად სახეზე დაზიანებები მიიღეს. ამოღებულია კამერების ჩანაწერებიც.

რიგში მდგომმა მამაკაცმა გამოთქვა პრეტენზია. სამი კაცი იყო, ჩვენ ვიყავით სამი გოგონა. მე ვუთხარი, ბატონო, არ არის პრობლემა, გითმობთ რიგს, იმიტომ, რომ კიდევ უნდა დავამატო პროდუქტები, რის შემდგომ მაგინა, მაფურთხა, თავისმა ორმა მეგობარმაც მაგინა, ორი მეგობარი გოგონა სცემეს, ერთს სისხლი წასკდა ცხვირიდან, მეორეს წიხლები ურტყეს კარებში. დაგვაწერინეს რაღაც განცხადება, გადაგვიყვანეს განყოფილებაში და სასამართლოში დაგიბარებთო. ვიდეოჩანაწერი თავიდან ბოლომდე არ ამოუღიათ, მე მანახეს რაღაც მონაკვეთი, როცა ვჩხუბობდით, - ამბობს დაზარალებული. 

 შსს-ს საქმეზე ამ დრომდე არავინ დაუკავებია.