გოდერძის უღელტეხილზე მანქანა ხევში გადავარდა - არის მსხვერპლი {ვიდეო}

25.08.21 13:29
 გოდერძის უღელტეხილზე მანქანა ხევში გადავარდა - არის მსხვერპლი {ვიდეო}

ერთი გარდაცვლილი და რამდენიმე დაშავებული -  გოდერძის უღელტეხილზე მომავალი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ხევში გადაიჩეხა. ინფორმაციას ტვ 25 ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, მანქანაში უცხოელი ტურისტები იმყოფებოდნენ, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანიც. 

სოციალურ ქსელში ვრცელდება შემთხვევის ამსახველი ვიდეოც, რომელშიც ჩანს, რომ ხევში გადავარდნის შემდეგ ავტომანქანა დაახლოებით 20-ჯერ ამოტრიალდა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.