სპეცოპერაცია პანკისში - დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს

25.08.21 15:28
სპეცოპერაცია პანკისში - დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს

ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულებს ბრალი უკვე გააცნეს, რის შემდეგაც საპატიმროში გადაიყვანეს. დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ. ადვოკატებს საქმის მასალები უკვე გადასცეს, თუმცა 8 ტომიანი მასალის გაცნობა მათ ადგილზე ვერ მოახერხეს.

გამოძიება სსკ -ის ორი მუხლით, 327 და 328-ე მუხლით არის დაწყებული. დუისში მცხოვრებ იუსუფ ცათაშვილს ბრალი ტერორისტულ ორგანიზაციასთან გაერთიანებასა და დახმარების ბრალდებით წაუყენა, რაც 10-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, დანარჩენ 4 წევრს ბრალი ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის წაუყენეს, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 10-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

დაკავებულების პირველი სასამართლო სხდომა შესაძლოა, დღეს ჩაინიშნოს.