არჩევნების გაყალბების ახალი სქემა და ცესკოს აღიარება
ცესკოს აღიარება - საარჩევნო ადმინისტრაციამ შვიდსაათიანი ფიქრის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და დაადასტურა, რომ ზოგიერთ უბანზე იმაზე მეტი კაცი ამომრჩეველი მივიდა, ვიდრე რეგისტრირებული იყო.
არჩევნების გაყალბების ახალი სქემა "სამართლიანმა არჩევნებმა" გაშიფრა. "ისფედის" მტკიცებულებებით, 23-მ საარჩევნო უბანზე ხმა მისცა იმაზე გაცილებით მეტმა მამაკაცმა, ვიდრე სიაში იყო. ეს კი კარუსელის დადასტურებაა.
როგორ დატრიალდა კარუსელი საარჩევნო უბნებზე და როგორ გამრავლდნენ კაცები საარჩევნო სიებში ? - მაგალითად, ბორჯომის მე-11 საარჩევნო უბანზე 514 კაცი ამომრჩეველია რეგისტრირებული, 8 ამომრჩეველი სპეცსიაშია, თუმცა ირკვევა, რომ ხმის მისაცემად უბანზე 599 კაცი ამომრჩეველი მივიდა - თუ დავუშვებთ, რომ სპეცსიაში მყოფი ამომრჩეველიც კაცია - ბალანსი მაინც არ ჯდება.
ანალოგიური ვითარება იყო სამტრედიის მე-18 უბანზე, სადაც "სამართლიანი არჩევნების" თქმით, 660 მამაკაცია რეგისტრიებული, თუმცა ხმა 673-მა კაცმა მისცა. სულ რომ დაუშვშვათ რომ სპეცსიაში მყოფი 10 ივე ადამიანი მამაკაცი იყო, ბალანსი მაინც არ ჯდება.
დეტალები ნახეთ, ნინო ღვედაშვილი რეპორტაჟში.