რუსთავში 80 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით 24 წლის ქალი დააკავეს

25.08.21 16:58
რუსთავში 80 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით 24 წლის ქალი დააკავეს

რუსთავში 80 წლის მამაკაცის მოკვლის ბრალდებით პოლიციამ გარდაცვლილის მეზობელი დააკავა.  ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილი 24 წლის ქალია. მომხდარს წინ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი უძღოდა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ რუსთავში, საყოფაცხოვრებო თემაზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, თავის მეზობელს - 1942 წელს დაბადებულ ა.პ.-ს, მისსავე საცხოვრებელ ბინაში, ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ა.პ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე ცხელ კვალზე - რუსთავში დააკავეს, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დანაშაული 7- დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.