ცესკოს განცხადება პოლიტიკური წარმომადგენლის პასუხს ჰგავს - "სამართლიანი არჩევნები"
აღიარებით დარღვეული დუმილი არადამაკმაყოფილებელია - ასეთი პასუხი მიიღო ცესკომ "სამართლიანი არჩევნებისგან". არასამთავრობო ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადება პოლიტიკური წარმომადგენლის პასუხს ჰგავს.
"სამართლიანი არჩევნების" უფროსი მკვლევარი, შოთა ნარსია ამბობს, რომ კალანდარიშვილს უწყების განმარტება, საარჩევნო უბნებზე გენდერული დისბალანსის შესახებ საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს პასუხებს ვერ სცემს.
ეს პასუხი არ იყო პასუხი, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა გასცეს. უფრო ჰგავდა პოლიტიკური წარმომადგენლის პასუხს და მოვისმინეთ პოლიტიკური განცხადებები. შემცირდა კაცი ამომრჩევლების რაოდენობა მთლიანობში და გაიზარდა ქალებით. ვთქვათ პირველადი შედეგების გამოქვეყნების მერე, შეიძლება, როდესაც არასწორად მონაცემები ვთქვათ შეგროვებული, შეიძლება ან პროცენტი შეიცვალოს ან რიცხვი გაიზარდოს, მაგრამ როგორ შეიძლება კაცი ქალად იქცეს და ქალი კაცად იქცეს სიაში, ამიტომ ეს აუხსნელი რამ ცესკოს არ განუმარტავს და გუშინდელი განცხადება არ იყო საკმარისი და საერთოდ არ პასუხობდა იმ კითხვას, რაც ჩვენ დავუსვით", - ამბობს "სამართლიანი არჩევნების" უფროსი მკვლევარი შოთა ნარსია.
ცესკოს აღიარება - საარჩევნო ადმინისტრაციამ გუშინ შვიდსაათიანი ფიქრის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და დაადასტურა, რომ ზოგიერთ უბანზე იმაზე მეტი კაცი ამომრჩეველი მივიდა, ვიდრე რეგისტრირებული იყო.
23 საარჩევნო უბანზე იმაზე მეტი კაცი ამომრჩეველი მივიდა, ვიდრე რეგისტრირებული იყო - ამის შესახებ განცხადება ISFED-მა გუშინ გაავრცელა.
„სამართლიანი არჩევნების” დაკვირვებით, საარჩევნო უბნების მნიშვნელოვან ნაწილში ქალი და კაცი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა აცდენილია ნორმალურ განაწილებას და შეიცავს პრაქტიკულად გამორიცხულ მახასიათებლებს.