ახლა თუ არ გამოვედით ქუჩაში, ხვალ უკვე რუსები აგვიკრძალავენ ჩვენ ქუჩებში სეირნობას - კახა გოგიძე
მსახიობი კახა გოგიძე მოქალაქეებს ევროპული მომავლის დასაცავად ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდებს. ხელოვანის თქმით, თუ ახლა ასე არ მოიქცევიან, მალე რუსეთი ქუჩებშ თავისუფლად სეირნობასაც აგვიკრძალავს.
ახლა თუ არ გამოვედით ქუჩაში, დამიჯერეთ, ხვალ უკვე რუსები აგვიკრძალავენ ჩვენ ქუჩებში სეირნობას, გამოსვლას და ცხოვრებას საკუთარ სახლებში. ან ვკარგავთ თავისუფლებას, სიცოცხლეს, სამშობლოს, ან ვიმარჯვებთ და მივდივართ წინ, - ამბობს კახა გოგიძე.
სამოქალაქო საზოგადოება საპროტესტო მსვლელობას აორგანიზებს. მოქალაქეები აცხადებენ, რომ ახლა დუმილის დრო არ არის და ყველა ქუჩაში უნდა გავიდეს.