აქციები არ დასრულდება და “ოცნება“ მიხვდება, რომ მისი დრო ამოიწურა- ხელოვანები საპროტესტო მარშს უერთდებიან
9 ნოემბერს, 15:00 საათზე დაგეგმილ საპროტესტო მარშს სამოქალაქო აქტივისტები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებიც უერთდებიან.
ისინი თვლიან, რომ ახლა ქვეყნის ევროპული მომავალი არის დასაცავი აქციებს და ხალხის სიმრავლეს დიდი მნიშვნელობა აქვს.
“ჩვენი გამოხატვის ფორმები იქნება მშვიდობიანი“, - ამბობენ ისინი.
აქციებს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს არის კიდევ ერთი დადასტურება ხალხის მოთხოვნის. ეს არის გზავნილი ჩვენი პარტნიორებისადმი, რომლებსაც ჩვენ ვთხოვთ დახმარებას. როდესაც ეს არაკანონიერი პარლამენტი შეკრების დღეს დანიშანავს, სწორედ ამ დღისთვის მზადებაცაა, რომ მართლა გამოვიდეთ სულ ყველა, რომ, სულ მინიმუმ, ჩავუშხამოთ ის ზეიმი, რომ გონიათ, გაიმარჯვეს ჩვენზე“, - ამბობს რეჟისორი, გიორგი სავანელი.
აქციები არ დასრულდება და “ოცნება“ მიხვდება, რომ მისი დრო ამოიწურა და რაც უფრო გაუძალიანდება ამ ისტორიულ კანონზომიერებას, მით უფრო ძლიერად ეტკინებათ. ჩვენი გამოხატვის ფორმები იქნება მშვიდობიანი“, - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი.
დიდი ძალისხმევა სჭირდება ოპოზიციას და ჩვენს საზოგადოებას “ქოცური დიქტატი“ რომ დაძლიონ. შევეცდები ყოველდღე ვიყო, რადგან თუ ჩვენ ეს საქმე დადებითად არ დავასრულეთ, დავკარგავთ ქვეყანას“, - განაცხადა გია ბუღაძემ.
9 ნოემბერს, 15:00 საათზე, თბილისის ქუჩებში მსვლელობა გაიმართება. მსვლელობისთვის ხალხი ორ ადგილას- მეტროსადგურ “სახელმწიფო უნივერსიტეტთან“ და მარჯანიშვილთან შეიკრიბებიან.