ექსკლუზივი: "პირველებმა" ტერორიზმის საქმის გახმაურებული ვიდეომასალა მოიპოვა (ვიდეო)

25.08.21 09:14
ექსკლუზივი: "პირველებმა" ტერორიზმის საქმის გახმაურებული ვიდეომასალა მოიპოვა (ვიდეო)

ტერორიზმის საქმე - "პირველებმა" მოიპოვა ვიდეომასალა, რაც პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის ჩატარების საფუძველი გახდა. ვოდეკადრებით დგინდება, რომ დუისელ ახალგაზრდებს სუს-ი თვეების განმავლობაში უთვალთვალებდა.

ვიდეომასალა რამდენიმე ნაწილისგან შედგება, მათ შორისაა, თავად დაკავებულების გადაღებული კადრები, სადაც ისინი ქისტურ ენაზე საუბრობენ, ერთ-ერთს კი თავზე ტომარა აქვს ჩამოცმული. კადრებში მხოლოდ ბრალდებულების გადაადგილება ჩანს. ვიდეომასალაში მუქარა ან საეჭვო ქმედება ასახული არ არის. სწორედ ეს უჩენს პანკისელებს ეჭვს, რომ სპეცოპერაციის მიზანი არჩევნების წინ ახალი ხმაურიანი საქმის შეკერვაა.

8 ტომიან მასალებში ასევე, ფოტოები, ადუდიო, სატელეფონო და სოციალური ქსელიდან ამოღებული ჩანაწერებია. 

სუს-მა ცოტა ხნის წინ ოპერატიურლი მასალა გაავრცელა, სადაც ჩანს,  როგორ გეგმავდნენ პანკისელი ახალგაზრდები სირიაში გადასვლას.

ტერორიზმის საქმეზე დაკავებულებს ბრალი დღეს წარუდგინეს. ახალგაზრდები ბრალს არ აღირებენ.

გამოძიება სსკ -ის ორი მუხლით, 327 და 328-ე მუხლით არის დაწყებული. დუისში მცხოვრებ იუსუფ ცათაშვილს ბრალი ტერორისტულ ორგანიზაციასთან გაერთიანებასა და დახმარების ბრალდებით წაუყენეს, რაც 10-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დანარჩენ 4 წევრს ბრალი ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის წაუყენეს, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 10-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები