დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა - დაკავებულია 2 პირი

26.08.21 09:55
დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა - დაკავებულია 2 პირი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ამოღებულია 4 497 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 19 700 ლარს აღემატება.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა, შემდგომი გასაღების მიზნით, შეიძინა და საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დაასაწყობა განსაკუთრებით დიდი ოდენობით „OSCAR“-ის, „Marlboro“-სა და „MAC“-ის დასახელების უაქციზო სიგარეტი, რომლის ნაწილის რეალიზაციისთვის გადაზიდვა განახორციელეს მეორე ბრალდებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალებით.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი 4 497 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 19 700 ლარს აღემატება, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

დანაშაული 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.