დაჭრა სანადირო თოფით - კონფლიქტის მიზეზი ახალგაზრდა ქალისთვის გაგზავნილი სმს შეტყობინებაა

26.08.21 10:07
დაჭრა სანადირო თოფით - კონფლიქტის მიზეზი ახალგაზრდა ქალისთვის გაგზავნილი სმს შეტყობინებაა

საგარეჯოს რაიონის სოფელ ბადიაურში ახალგაზრდა კაცი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრეს. კაცს დაზიანებები თავის არეში აქვს  მიყენებული.  

სოფელ ბადიაურში ორ მამაკაცს შორის ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც ქალის ქმარი  იმ შეტყობინების შინაარსს გაეცნო, რომელიც დაჭრილმა გაუგზავნა. "პირველებს" ადგილზე უყვებიან, რომ ოთარ ნაცვლიშვილს იარაღიდან  ახალგაზრდა ქალის მაზლმა ესროლა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული საგარეჯოს “ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში მოათავსა. პაციენტს  ქირურგიური ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

დანაშაულში ეჭვმიტანილი პოლიციამ უკვე  დააკავა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.