კორონავირუსით ინფიცირებული 26 წლის ქალი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა

26.08.21 10:50
კორონავირუსით ინფიცირებული 26 წლის ქალი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა

კორონავირუსით ინფიცირებული 26 წლის თეა ბარამიძე მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. ტრაგიკული შემთხვევა გუშინ ქუთაისის კლინიკა "ბომონდში" მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალშობილი თავს კარგად გრძნობს.

კოვიდინფიცირებული ახალგაზრდა ქალი 35 კვირის ორსული იყო. ვირუსი მას 14 აგვისტოს დაუდასტურდა და იმავე დღეს ბათუმის სამშობიარო სახლში იყო მოთავსებული, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი ის ქუთაისში გადაიყვანეს. გარდაცვლილს ფილტვის 23%-იანი დაზიანება ჰქონდა. ახალგაზრდა ქალი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი არ ყოფილა.