ექსკლუზივი: "პირველებმა" ტერორიზმის საქმის სრული მასალა მოიპოვა

26.08.21 11:10
ექსკლუზივი: "პირველებმა" ტერორიზმის საქმის სრული მასალა მოიპოვა

სატელეფონო ჩანაწერები, მიმოწერა სოციალურ ქსელში, გადაადგილების მარშრუტი - "პირველებმა" ის აუდიო და ვიდეო ფაილები გაშიფრა, რომლითაც გამოძიება 5 პანკისელს ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებას  და მის მხარდაჭერას ედავება. 

ირკვევა, რომ თვეების განმავლობაში 5-ვე ახალგაზრდა ქვეყნის მასშტაბით თავისუფლად გაადადგილდებოდა და   დანაშაულებრივი ორგანიზაციის მიმართ მხარდაჭერას ღიად გამოხატავდა. იგეგმებოდა კორპუსის აფეთქებაც, თუმცა სუს-მა დაკავების ოპერაცია დაგვიანებით, რამდენიმე თვის შემდეგ, ისე დაგეგმა, რომ ახლაც  არ იცის, სად მზადდებოდა სავარაუდო დანაშული.

ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებული 5 პირი ამ წუთებში სასამართლოში მიჰყავთ. მათი აღკვეთის ღონისძიბა მოსამართლემ უნდა განსაზღვროს.  დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.