აქცია თბილისში - მოვაჭრეები იჯარის გადახდისგან დროებით გათავისუფლებას ითხოვენ

26.08.21 11:39
აქცია თბილისში - მოვაჭრეები იჯარის გადახდისგან დროებით გათავისუფლებას ითხოვენ

აქცია თბილისში - სავაჭრო სივრცე "კოლიზეუმის" მოვაჭრეები ადმინისტრაციისგან საჯარო ვალდებულებებისგან დროებით გათავისუფლებას ითხოვენ. მოვაჭრეები ამბობენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვის და მყიდველების შემცირების გამო ვაჭრობა ჩაუვარდათ, შესაბამისად, ვერც იჯარის გადახდას ახერხებენ. 

მოვაჭრეები  პროსტესტის შეწყვეტას მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ. 

რა გავაკეთო, როცა მაკისრია მე გადასახადი, რით გადავიხადო? დამაკვალიანონ. მოვდივარ, ვაღებ მაღაზიას, მაგრამ რაც აიკრძალა ტრანსპორტი, ვერ ვმუშაობთ. დირექცია ამბობს, არ არის არაფერი კანონით შეცვლილი და ჩვეულებრივად უნდა გადაიხადოთ იჯარაო, - ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.