მაჭავარიანის ქუჩა დღეს ორმხრივად გაიხსნება

26.08.21 11:49
მაჭავარიანის ქუჩა დღეს ორმხრივად გაიხსნება

მაჭავარიანის ქუჩა დღეს ორმხრივად გაიხსნება. გადაწყვეტილების შესახებ დედაქალაქის მერმა გუშინ განაცხადა. თბილისის მერია ამტკიცებს, რომ პრობლემა მოგვარებულია და იქ გადაადგილება საფრთხის შემცველი აღარ არის. 

მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა გამაგრებითი სამუშაოები, რათა აქ გადაადგილება უსაფრთხო ყოფილიყო. მეწყრულ ზონებთან დაკავშირებული, მსოფლიოში არსებული ყველა მაღალი დონის ტექნოლოგია იქნა გამოყენებული. რაც მთავარია, მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილება უსაფრთხოა. საღამოდან გადაადგილება ორმხრივად იქნება შესაძლებელი, - განაცხადა კახა კალაძემ.

სპეციალისტები საფრთხის არსებობაზე ასუბრობენ და ამბობენ, რომ ორმხრივმა გადატვირთულმა მოძრაობამ შესაძლოა, მეწყრული პროცესები ისევ გაააქტიუროს. 

მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრული პროცესები 6 თვის წინ დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გზა ამ დრომდე გადაკეტილი იყო.