ტერორიზმის საქმე - დაკავებულების სასამართლო სხდომა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს

26.08.21 12:29
ტერორიზმის საქმე - დაკავებულების სასამართლო სხდომა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს

ტერორიზმის საქმე - დაკავებულების სასამართლო სხდომა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ საქმის მოსამართლემ, ლაშა კლდიაშვილმა, მიიღო. აღნიშნული შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა. სახელმწიფო ბრალდებამ განმარტა, რომ საქმე მძიმეა და მისი დეტალების საჯაროდ  განხილვა სახელმწიფოს ინტერესში არ შედის.

პროცესის დახურულ კარს მიღმა წარმართვის წინააღმდეგი იყო დაცვის მხარე. ბრალდებულებს, რომლებსაც უმძიმეს დანაშაულში მონაწილეობას ედავებიან, სურთ, განხილვები იყოს ღია, რათა საზოგადოებამ სიმართლე გაიგოს.  

პროცესი სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლების თანხლებით მიმდინარეობს.