ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

26.08.21 13:08
ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

"პირველების" ინფორმაციით, ტერორიზმის სბრალდებით დაკავებულ 5 -ივე პირს პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა გამოაცხადა. 

არსებული ინფორმაციით, დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. 

დაკავებულების სასამართლო სხდომა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. აღნიშნული შუამდგომლობით სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მოსამართლეს პროკურატურამ მიმართა. 

პროცესი სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლების თანხლებით მიმდინარეობდა.