ვადამდელი არჩევნები იქნება, უნდა თუ არა ეს კომიკურ ღარიბაშვილს - ხატია დეკანოიძე

26.08.21 13:28
ვადამდელი არჩევნები იქნება, უნდა თუ არა ეს კომიკურ ღარიბაშვილს - ხატია დეკანოიძე

ვადამდელი არჩევნები იქნება, უნდა თუ არა ეს კომიკურ ღარიბაშვილს - ასე ეხმიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე, პრემიერის განცხადებას.  დეკანოიძე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „მკვლელს“ უწოდებს და ამბობს, რომ მმართველ გუნდი თანამოქალაქეების სიცოცხლეზე არ ზრუნავს.   

ვადამდელი არჩევნები იქნება, უნდა თუ არა ეს კომიკურ ღარიბაშვილს. უნდა თუ არა ეს მკვლელ ხელისუფლებას და მე მართლა აღარ მერიდება ამ სიტყვის თქმა. არ მახასიათებს ასეთი ლექსიკა, მაგრამ აუცილებელია, ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი. უნდათ თუ არა ეს, აუცილებლად ჩატარდება ვადამდელი არჩევნები და რეფერენდუმზე აუცილებლად ოპოზიცია გაიმარჯვებს და რა თქმა უნდა, დამარცხდება ხელისუფლება, ყველა ინდიკატორი ჩვენ გვაქვს ამის და პირველ რიგში, იმიტომ, რომ მათ არ  ერთი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლეზე ზრუნვა, პასუხისმგებლობა არ აკისრიათ, - განაცხადა დეკანოიძემ. 
 

საქართველოს პრემიერის განცხადებით, ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება, რაც შედეგიც არ უნდა მიიღოს ,,ქართულმა ოცნებამ"  ადგილობრივ არჩევნებში.