რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულდა
თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დასრულდა - პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით ევროკავშირის რვა ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეთა დელეგაციამ მიმართა.
ქართველი ხალხის წინაშე გერმანიის, საფრანგეთის, ფინეთის, პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის პარლამენტების კომიტეტების ხელმძღვანელები წარდგნენ და მათ მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადეს.
ამასთან, ქართველი ხალხის წინაშე, რომელიც გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებდა, ქართული ოპოზიციაც გამოვიდა. პროტესტი საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნების გაჟღერების ფონზე დასრულდა.
ასევე ნახეთ - რა გზავნილები გააჟღერეს ევროპელმა პოლიტიკოსებმა:
-
როთი ქართველ ხალხს: "არ დანებდეთ, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ"
-
გლობალური ომის პარტია რუსეთი და რუსული იმპერიალიზმია - როთი
-
პავილიონისი: ვიღაცას სურს, წაგართვათ თავისუფლება, იბრძოლეთ თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის
-
EU-ს დელეგაციის წევრის მიმართვა რუსეთს: Русский военный корабль…
-
"გზა ევროპისკენ არ არის ორბანის გზა" - ერიკ ოტოსონი
-
იუკა კოპრა: არ დანებდეთ! თქვენ ხართ ევროპა
ფოტო - EzzGaber
მსგავსი სიახლეები
ლაითურის ციხეში პოლიციას ელოდებიან - ადვოკატის თქმით, პატიმრის შესაძლო გაუპატიურების საქმის მოწმესთან შეხვედრის ჩანაწერებს არ აძლევენ
ლაითურის ციხეში, პატიმარ გიორგი დავითაძის ადვოკატი იმ მსჯავრდებულთან იყო შესული, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის გაუპატიურების საქმის ოქროს მოწმეა