პავილიონისი: ვიღაცას სურს, წაგართვათ თავისუფლება, იბრძოლეთ თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის
ვიღაცა ცდილობს, მოიპაროს თქვენი დემოკრატია, თქვენი სწრაფვა ევროპისა და ნატოსკენ - ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის წევრმა ჟიგიმანტას პავილიონისმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ევროკავშირის წევრი ქვეყნის მაღალჩინოსანმა საქართველოს მოსახლეობას მოუწოდა, დემოკრატიისთვის ბრძოლის გზაზე არ დაიღალონ:
"არ არსებობს ორბანის გზა ევროკავშირისაკენ. არ არსებობს რუსული ოცნება, არის ევროპული ოცნება და თქვენ ხართ ამ ოცნების წევრი"- თქვა მან.
იბრძოლეთ თქვენი დამოუკიდებლობისთვის, დემოკრატიისთვის თქვენი ქვეყნისთვის. იბრძოლეთ იმისთვის, რომ გახდეთ ევროკავშირისა და ნატოს წევრი. არ არსებობს ორბანის გზა ევროკავშირისაკენ. არ არსებობს რუსული ოცნება, არის ევროპული ოცნება და თქვენ ხართ ამ ოცნების წევრი. თავისუფლება არ არის მოცემულობა, ამიტომ ამას სჭირდება 24 საათიანი მუშაობა, რომ გახდეთ ამ გაერთიანების წევრი"- პავილიონისმა.