კოვიდაფეთქება ციხეებში - პატიმრები დახმარებას ითხოვენ
კოვიდაფეთქება ციხეებში - პატიმრები დახმარებას ითხოვენ. ტვ პირველს სხვა და სხვა ციხეში მყოფი პატირების ოჯახის წევრები დაუკავშირდნენ, რომლებიც ამბობენ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ინფიცირებულთა მაჩვენებელი საგრძნობლად გაზრდილია, პატიმრებს კი სათანადოდ ვერ მკურნალობენ. პატიმრების ნაწილი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მკურნალობს. ნაწილის გადაყვანა კი ვერ ხერხდება.
მსჯავრდებულები ყვებიან, რომ ციხეში კოვიდრეგულაციები დაცული არ არის. ხშირია თანამშრომელთა როტაცია, რაც ვირუსის გავრცელების რისკებს ზრდის.
როგორც ჩვენთვის ამ ეტაპისთვის ცნობილია, ვირუსი დაფიქსირებულია 4 დაწესებულებაში. ეს არის გლდანის მე-8 დაწესებულება, ქუთაისი მეორე დაწესებულება, ეს არის გეგუთს კოლონია და ქსნის კოლონია. აი, ამ დაწესებულებებიდან გამოვიდა ინფორმაცია პატიმრების მხრიდან. რამდენიმემ ისიც თქვა საუბარში, რომ დაგვკეტეს, საკნებიდან ვერ გამოვდივართ... ძალიან რთული იქნება ამ სიტუაციის მართვა დახურულ სივრცეში. ელვის სიწრაფით ვრცელდება ზონაშიც.. უდიდესი დანაშაულია, რადგანაც ემოციურად უნდა გაითვალისწინონ ოჯახის წევრების მდგომარეობაც. დაახლოებით ორი წელია პატიმრებს და ოჯახის წევრებს შეზღუდული აქვთ ხანგრძლივი პაემნის უფლებით სარგებლობა, - ამბობს ერთ-ერთი პატიმრის ოჯახის წევრი.
ციხეებში ეპიდვითარების გაუარესებას არ ადასტურებენ ჯანდაცვის სამინისტროში, სადაც ამტკიცებენ, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ჯანდაცვის მინისტრი მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ პენიტენციურ სისტემაში აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესიც.
პენიტენციურ სისტემაში მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ძალიან კარგა მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი და დიდი ნაწილი თანამშრომლების, ასევე, ბრალდებულების და მსჯავრდებულების არის ვაქცინირებული ორი დოზით. გეგუთის შემთხვევაში ნამდვილად დაფიქსირდა თავდაპირველად ერთი შემთხვევა. საკარანტინე სივრციდან გადაყვანილი პირი გაიტესტა რამდენჯერმე, თუმცა ორი ტესტირების შედეგად პასუხი არ დადასტურდა და მხოლოდ მესამე ტსტირების შემდეგ დადასტურდა დიაგნოზი. ის მის თანამესაკნეებთან ერთად ყველა გადაყვანილი იქნა სამოქალაქო სექტორის შესაბამის სივრცეში. ყველგან არის სიმშვიდე, სხვაგან არსად ინფექციის შემთხვევები დაფიქსირებული არ არის, - ამბობს გაბუნია.